საშუალო არითმეტიკული
2. პროექტის თემა: რიცხვით მონაცემთა საშუალო.
3. პროექტის აქტუალობა: რიცხვით მონაცემთა საშუალო მონაცემთა დამუშავების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი თემაა. ვფიქრობ ამ მასალის კიდევ ერთი გადახედვა
სასარგებლო იქნება.
4. პროექტის მიზანი: გავიმეოროთ მონაცემთა საშუალოს გამოთვლის წესი; გავიღრმაოთ კვლევის და გაზომვის უნარ–ჩვევა.
5. პროექტში მონაწილეთა ასაკი: 11–12 წელი;
6. პროექტის ხანგრძლიობა: ერთი თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიქმნება კალენდარი,რომელსაც მომდევნო სასწავლო წელს გამოვიყენებ როგორც თვალსაჩინოებას და შევადარებ ანალოგიური პროექტის შედეგს.
8. საჭირო რესურსები: სახელმძღვანელო ავტორები: გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია, ქურჩიშვილი.
გარემოს ტემპერატურის საზომი თერმომეტრი, კომპიუტერი, ინტერნეტი.
9. პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1. გონებრივი იერიში: რა ვიცით საშუალო არიტმეტიკულის შესახებ;
აქტივობა 2. გავაცნობ მოსწავლეებს ხელსაწყოს მოქმედების პრინციპს და ინდივიდულურად
ვაძლევ დავალებას:1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ყოველღე,ერთსა და იმავე დროს /დილის 8 სთ. 30 წთ გაზომოს ტემპერატურა და ჩაინიშნოს ანათვლები. ბოლო დღეს გამოთვალოს მაისის თვის საშუალო ტემპერატურა.
შედეგი მიწეულია თუ ყველა მოსწავლე (პლიუს მინუს ერთი გრადუს ცელსიუსით) საშუალო ტაემპერატურის ერთსა და იმავე მნიშვნელობას დააფიქსირებს.
აქტივობა 3. პროექტის შეფასება.
10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ საფეხურზე მიმართულების სწავლების მიზანია მოსწავლეები გაეცნონ აღწერითი სტატისტიკის ელემენტებს–თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა შეგროვების, მოწესრიგების, წარმოდგენისა და ინტერპრეტაციის საშუალებებს.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ნონა ჭედია.
12. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: nonachedia@gmail.com